
Adobe Illustrator, პროფესიონალური კურსი
რას ვისწავლი?
ვისთვის არის განკუთვნილი?
აირჩიეთ ეს კურსი, თუ თქვენ
-
მუშაობთ ან სურვილი გაქვთ იმუშაოთ პოლიგრაფიული დიზაინის ან ვებდიზაინის სფეროში;
-
სტუდენტი ხართ და გრაფიკულ დიზაინს სწავლობთ;
-
გსურთ ისწავლოთ ლოგოტიპის შექმნის ტექნიკური მხარე.
პირობები
სასწავლო კურსი: ინდივიდუალური
გაკვეთილების რაოდენობა: 12
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლ
online სწავლა: Skype-ით
კურსს მიუძღვნება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალური პრაქტიკოსი მასწავლებელი
Adobe Illustrator, პროფესიონალური კურსი

შეისწავლება ფორმების შექმნა და დამუშავება, ფიგურების გამოყოფა, ტექსტთან მუშაობა, ეფექტების გამოყენება, ფაილის დასაბეჭდად მომზადება.
ძირითადი თემები:
-
კონტურის შექმნა და დამუშავება : Pen tool ჯგუფი, Selection Tool, Direct Selection Tool;
-
ფერებთან მუშაობა, SMYK და RGB პალიტრები, გარდამავალი ფერების შექმნა: ჩანართები Color, Swatches, Gradient;
-
სტანდარტული ფიგურების შექმნა, მათი პარამეტრების შეცვლა: ჯგუფები Rectangle Tool, Line Segment Tool. ჩანართი Transform;
-
ობიექტების გამოყოფა: ჩანართი Pathfinder. ობიექტების სწორება ერთმანეთის მიმართ: ჩანართი Align;
-
კონტურის პარამეტრების შეცვლა, ობიექტისთვის რამდენიმე კონტურის შექმნა: ჩანართები Stroke, Appearance;
-
ტექსტის შექმნა, ტექსტთან მუშაობა: Type Tool ჯგუფი, ჩანართები Paragraph, Character, ბრძანება Type on a Path Options;
-
მოცულობის ეფექტი: ხელსაწყო Mesh Tool; ბრძანება Create Gradient Mesh;
-
ცნება შრეებზე, შრეებთან მუშაობა: ჩანართი Layers;
-
სიმბოლოებთან მუშაობა: Symbol Sprayer Tool ჯგუფი;
-
ობიექტის დეფორმირება: Warp Tool ჯგუფი; Distort & Transform ჯგუფი; Width Tool, Warp Tool, Twirl Tool და ამავე ჯგუფის სხვა ბრძანებები;
-
ფუნჯის, ფანქრის , საშლელის გამოყენება: ჯგუფები Pencil Tool, Eraser Tool, ხელსაწყოები Paintbrush Tool , Blob Brush Tool;
-
ფუნჯის შექმნა - Scatter, Pattern და Art Brush სახეობები;
-
ბრძანება Shaper Tool; Shape Builder Tool ჯგუფი;
-
ერთი ფიგურის მეორე ფიგურაში გადასვლა: ხელსაწყო Blend Tool; ბრძანება Replace Spine;
-
ნაწილობრივ გამჭვირვალე ობიექტის შექმნა: ჩანართი Transparency;
-
სურათის კონტურში ჩასმა: ბრძანება Clipping Mask; სურათის ტრასირება - რასტრული ფოტოს ვექტორულ ობიექტად გადაქცევა;
-
ეფექტები (ჩრდილი, ნათება და ა. შ): Stylize ჯგუფი;
-
3D ეფექტები: Extrude&Bevel, Revolve, Rotate;
-
ფაილის შენახვის ფორმატები, ბეჭდვისთვის მომზადება.